დავით ჯოჯუას საჭადრაკო სკოლიდან შედგა წიგნის “ჭადრაკი ყველასთვის” ონლაინ პრეზენტაცია. წიგნის წარდგინება სიმბოლურად გაიმართა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეს. ავტორები გახლავთ საერთაშორისო დიდოსტატები სალომე მელია და დავით ჯოჯუა. “ჭადრაკი ყველასთვის”- ეს არის პირველი საჭადრაკო წიგნი ქართულ ენაზე ბრაილის შრიფტით, რაც მის უნიკალურობას განსაზღვრავს. წიგნი აგრეთვე დაიბეჭდა მხედრული შრიფტით. იგი შექმნილია ნებისმიერი ასაკის თუ სტატუსის მქონე მკითხველისათვის. ამაზე წიგნის დასახელებაც მეტყველებს.
უნიჭიერესმა ახალგაზრდა ქართველმა დიდოსტატმა - დავით ჯოჯუამ საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების მიერ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე მოპოვებულ ბრინჯაოს მედალში დიდი წვლილი შეიტანა და თან ახალი საჭადრაკო სკოლის გახსნაც ითავა..
დავით ჯოჯუა - ქართულ საჭადრაკო სამყაროში არსებულ ვითარებასა და სიახლეებზე საუბრობს