Services

სწავლება

დავით ჯოჯუას საჭადრაკო სკოლისათვის ძირითადი ღირებულებებია პროფესიონალური და ხარისხიანი სწავლება, განვითარებული და ინტელექტუალური თაობების ჩამოყალიებება. სკოლის ერთ-ერთი პრიორიტეტი გახლავთ თითოეული მოსწავლისათვის მორგებული სწავლების პროგრამა, შესაბამისი დონის ჯგუფები და მათთვის მისაღები განრიგი. მოსწავლეების მეტი კომფორტისათვის სწავლება მიმდინარეობს როგორც სკოლაში, ასევე ონლაინ რეჟიმში.

ონლაინ სწავლება
271384479_508658233894706_6354881936708221728_n
სწავლება სკოლაში

თქვენი არჩევანი

    მშობლებისათვის ყოველთვის ყველაზე პრიორიტეტული შვილების განვითარებაა. ყოველთვის ეძებენ საშუალებას წინა პლანზე წამოწიონ თავიანთი შვილებისათვის დამახასიათებელი დადებითი და საინტერესო თვისებები. ჭადრაკი უდაოდ ერთპიროვნულად ლიდერი სპორტი გახლავთ, რომელიც პიროვნების ჩამოყალიბებაში ძალიან დიდ პოზიტიურ როლს თამაშობს. უამრავი მიზეზი არსებობს, თუ რატომ არის სასარგებლო ჭადრაკი ბავშვებისათვის. ჩვენ თქვენს ყურადღებას ძირითად მნიშვნელოვან ასპექტებზე გავამახვილებთ.

ჭადრაკი ზრდის ინტელექტუალურ შესაძლებლობებს და ავითარებს:

  • კონცენტრაციის უნარს;
  • ლოგიკურ და აბსტრაქტულ აზროვნებას;
  • დამოუკიდებლობასა და პასუხისმგებობის გრძნობას;
  • ზოგადი და სტრატეგიული დაგეგმვის უნარს
  • პრობლემის გადაჭრის უნარს;
  • აუმჯობესებს მახსოვრობის უნარს;
  • ჭადრაკის თამაშისას ბავშვი იყენებს ტვინის ორივე ნახევარსფეროს, რაც ხელს უწყობს ტვინის მაქსიმალური შესაძლებლობებით გამოყენებას;
  • ჭადრაკის თამაში ზრდის ინტელექტის კოეფიციენტს (IQ-ს);
  • კითხვის უნარებს;
  • კრეატიულობას, ორიგინალურ და შემოქმედებით აზროვნებას;
  • თვითკრიტიკას, ქმედებების გაანალიზებისა და გამოსწორების კუთხით;
  • ემოციურ სტაბილურობას.
ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი ხდება სრულიად ბუნებრივად. საკმარისია მხოლოდ ისწავლო, ითამაშო და მიიღო სიამოვნება.
 
271399892_4907617039281766_8439437584868552415_n

ენები

დავით ჯოჯუას საჭადრაკო სკოლაში სწავლება მიმდინარეობს სამ ენაზე, ქართულად, ინგლისურად და რუსულად. შესაბამისად, ჩვენთან სწავლა შეუძლიათ არა მხოლოდ ქართულენოვან, არამედ უცხოენოვან მოსწავლეებსაც.

ტურნირები

დავით ჯოჯუას საჭადრაკო სკოლაში ტარდება საკვალიფიკაციო ტურნირები თანრიგების მინიჭებაზე. სკოლა ითვალისწინებს მსოფლიოში და კერძოდ, ჩვენს ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას და ტურნირში მონაწილეების რაოდენობა შეზღუდულია. ასევე გათვალისწინებულია და დაცულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ყველა რეკომენდაცია.