თბილისის ღია ჩემპიონატი 2023

თბილისის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა თბილისის ღია ჩემპიონატი 16 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის. ჭაბუკთა შორის წარმატებით იასპარეზა და 7 -დან 7 ქულით პირველი ადგილი დამსახურებულად დაიკავა ლუკა ხვედელიძემ(მწვრთნელი- დავით ჯოჯუა). აღსანიშნავია, რომ ლუკა წლის მეორე ნახევარში წარმატებით ასპარეზობს და მეორე ტურნირია სადაც მაქსიმალური ქულებით მოიპოვა პირველობა. ვულოცავთ ლუკას ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს.

საქართველოს ჩემპიონატი 2000, 1600 და 1200-მდე რეიტინგ კატეგორიაში 2023

თბილისის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი 2000, 1600 და 1200-მდე რეიტინგ კატეგორიაში. 1600-მდე რეიტინგ კატეგორიაში წარმატებით იასპარეზა ლუკა ხვედელიძემ(მწვრთნელი- დავით ჯოჯუა),რომელმაც 9-დან 7,5 ქულით დაიკავა მესამე ადგილი. 1200-მდე რეიტინგ კატეგორიაში მთელი ტურნირის განმავლობაში ლიდერობდა ნიკოლოზ ჯიბლაძე(მწვრთნელი- კონსტანტინე შანავა), რომელიც ბოლოსწინა ტურში განცდილი მარცხის შედეგად, 9-დან 6,5 ქულით მხოლოდ მეოთხე ადგილს დასჯერდა. აღსანიშნავია, რომ ლუკაც და …

საქართველოს ჩემპიონატი 2000, 1600 და 1200-მდე რეიტინგ კატეგორიაში 2023 Read More »

მაია ჩიბურდანიძის თასი 2023

ქალაქ ქუთაისში დასრულდა მაია ჩიბურდანიძის თასი 2023 კლასიკურ ჭადრაკში. 12 წლამდე ბიჭებში 7-დან 6 ქულით პირველი-მეორე ადგილები გაიყო და კოეფიციენტით მეორე ადგილს დასჯერდა ჩვენი სკოლის მოსწავლე დავით ჩანქსელიანი (მწვრთნელი კონსტანტინე შანავა). ვულოცავთ დავითს და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს.  

ბუხუტი გურგენიძის თასი 2023

თბილისის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა პირველი ქართველი დიდოსტასტის ბუხუტი გურგენიძის თასი 8-10-12 წლამდე ბიჭებსა და გოგონებში. წარმატებით იასპარეზეს ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა: 8 წლამდე ბიჭებში 7-დან 5,5 ქულით პირველი მესამე ადგილები გაიყო და კოეფიციენტით მეორე ადგილი დაიკავა გაბრიელ მეტრეველმა (მწვრთნელი კონსტანტინე შანავა). 10 წლამდე ბიჭებში 5 ქულით მესამე ადგილზე გავიდა ნიკოლოზ ჯიბლაძე (მწვრთნელი კონსტანტინე შანავა), ხოლო 12 …

ბუხუტი გურგენიძის თასი 2023 Read More »

ნინო ხურციძის მემორიალი 2023

ქ.ვანში დასრულდა ნინო ხურციძის მემორიალი 2023 სწრაფ ჭადრაკში. ბრწყინვალე შედეგით 7-დან 7ქულით 13 წლამდე ჭაბუკთა შორის I ადგილი დაიკავა ჩვენი სკოლის მოსწავლემ დავით ჩანქსელიანმა(მწვრთნელი კონსტანტინე შანავა). ვულოცავთ დავითს ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს.  

ჩემპიონთა თასი 2023

12-დან 21 ოქტომბრის ჩათვლით ჭადრაკის სასახლეში გაიმართა “ჩემპიონთა თასი”ს ტურნირი. ქალთა შორის 9-დან 4,5 ქულით პირველი- მეოთხე ადგილი გაიყო და კოეფიციენტით მესამე ადგილზე გავიდა ჩვენი სკოლის მოსწავლე- მარიამ გვათუა(მწვრთნელი კონსტანტინე შანავა). აღსანიშნავია ასევე,რომ მარიამმა 94,4 პუნქტი შემატა თავის რეიტინგს. ვულოცავთ მარიამს და ვუსურვებთ წარმატებებს მსოფლიო ასაკობრივ ჩემპიონატზე, რომელიც ნოემბერში გაიმართება.  

ანზორ მაჩიტიძის მემორიალი 2023

14-15 ოქტომბერს, ქალაქ სამტრედიაში ჩატარდა ანზორ მაჩიტიძის მემორიალი სწრაფ ჭადრაკში. 7-დან 5,5 ქულით 16 წლამდე ჭაბუკებში, მასზე ასაკით გაცილებით უფროს მოჭადრაკეებში I ადგილი დაიკავა ჩვენი სკოლის მოსწავლემ დავით ჩანქსელიანმა(მწვრთნელი კონსტანტინე შანავა). ვულოცავთ დავითს ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს. აღსანიშნავია, რომ ანზორ მაჩიტიძე გახლდათ დავით ჯოჯუას პირველი მწვრთნელი და თავდაპირველი წარმატებებიც სწორედ მასთან მუშაობის შედეგად …

ანზორ მაჩიტიძის მემორიალი 2023 Read More »

თბილისის პირველობა 2023

4-დან 10 ოქტომბრის ჩათვლით ჭადრაკის სასახლეში გაიმართა თბილისის პირველობა 14 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ბრწყინვალე შედეგით 7-დან 7 გამარჯვებით პირველი ადგილი დაიკავა ლუკა ხვედელიძემ (მწვრთნელი დავით ჯოჯუა). 7-დან 5 ქულით, ასევე მესამე-მეოთხე ადგილები გაიყო ჩვენი სკოლის ორმა მოსწავლემ ნიკოლოზ ჯიბლაძემ (მწვრთნელი კონსტანტინე შანავა) და ნიკოლოზ სუარიშვილმა (მწვრთნელი დავით ჯოჯუა). აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზ ჯიბლაძე ჯერ …

თბილისის პირველობა 2023 Read More »

პირველი ქართული ონლაინ ჭადრაკის აკადემია (Georgian Online Chess Academy) ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ვულოცავთ მათ დამფუძნებლებს – David Jojua-სა და Giorgi Sukhiashvili-ს. ვუსურვებთ მათ დიდ წარმატებებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: https://georgianchessacademy.com/?fbclid=IwAR2cOMe0rVt9j9pCJvLsQV5sIuNftD_-62P8BPDPzvH_K9DjXNlTTeA6Xc4