თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა ალექსანდრე ბოკუჩავას თასის გათამაშება 16 წლამდე ასაკის ჭაბუკებსა და გოგონებში.
ჭაბუკებში 7-დან 5,5 ქულით მეორე-მესამე ადგილები გაიყო და კოეფიციენტით მესამე ადგილზე გავიდა ჩვენი სკოლის მოსწავლე ლუკა ქუნთელია(მწვრთნელი- კონსტანტინე შანავა).
გოგონებში, ასევე 7-დან 5,5 ქულა დააგროვა ანა მაჭარაშვილმა(მწვრთნელი- კონსტანტინე შანავა) და დამსახურებულად დაიკავა მეორე ადგილი.
ვულოცავთ და ვუსურვებთ მათ მომავალ წარმატებებს.
აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე ბოკუჩავა წლების მანძილზე იყო დავით ჯოჯუას და კონსტანტინე შანავას მასწავლებელი და დიდი წვლილი მიუძღვის მათ დიდოსტატებად ჩამოყალიბებაში.