თბილისის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა პირველი ქართველი დიდოსტასტის ბუხუტი გურგენიძის თასი 8-10-12 წლამდე ბიჭებსა და გოგონებში.
წარმატებით იასპარეზეს ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა:
8 წლამდე ბიჭებში 7-დან 5,5 ქულით პირველი მესამე ადგილები გაიყო და კოეფიციენტით მეორე ადგილი დაიკავა გაბრიელ მეტრეველმა (მწვრთნელი კონსტანტინე შანავა).
10 წლამდე ბიჭებში 5 ქულით მესამე ადგილზე გავიდა ნიკოლოზ ჯიბლაძე (მწვრთნელი კონსტანტინე შანავა), ხოლო 12 წლამდე ბიჭებში ასევე 5 ქულით მესამე ადგილი წილად ხვდა ნიკოლოზ სუარიშვილს (მწვრთნელი დავით ჯოჯუა).
ვულოცავთ მათ და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს.