დედაქალაქის ჩემპიონატი 8 წლამდე ასაკის ნორჩ მოჭადრაკეთა შორის 2023 Leave a Comment თბილისის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა დედაქალაქის ჩემპიონატი 8 წლამდე ასაკის ნორჩ მოჭადრაკეთა შორის. ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 7 ტურად გაიმართა. 7-დან 5 ქულით მესამე ადგილი დაიკავა ჩვენი სკოლის მოსწავლემ გაბრიელ მეტრეველმა (მწვრთნელი -კონსტანტინე შანავა). ვულოცავთ მას ამ წარმატებას და ვუსურვებთ შემდგომ გამარჯვებებს