4-დან 10 ოქტომბრის ჩათვლით ჭადრაკის სასახლეში გაიმართა თბილისის პირველობა 14 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის.
ბრწყინვალე შედეგით 7-დან 7 გამარჯვებით პირველი ადგილი დაიკავა ლუკა ხვედელიძემ (მწვრთნელი დავით ჯოჯუა).
7-დან 5 ქულით, ასევე მესამე-მეოთხე ადგილები გაიყო ჩვენი სკოლის ორმა მოსწავლემ ნიკოლოზ ჯიბლაძემ (მწვრთნელი კონსტანტინე შანავა) და ნიკოლოზ სუარიშვილმა (მწვრთნელი დავით ჯოჯუა).
აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზ ჯიბლაძე ჯერ მხოლოდ 9 წლის არის და მესამე ადგილი მასზე გაცილებით მაღალ ასაკში, ძალიან კარგი შედეგია.
ვულოცავთ მათ ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს.