თბილისის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა თბილისის ღია ჩემპიონატი 16 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის.
ჭაბუკთა შორის წარმატებით იასპარეზა და 7 -დან 7 ქულით პირველი ადგილი დამსახურებულად დაიკავა ლუკა ხვედელიძემ(მწვრთნელი- დავით ჯოჯუა).
აღსანიშნავია, რომ ლუკა წლის მეორე ნახევარში წარმატებით ასპარეზობს და მეორე ტურნირია სადაც მაქსიმალური ქულებით მოიპოვა პირველობა.
ვულოცავთ ლუკას ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს.