19 დან 25 მაისის ჩათვლის, ქალაქ თბილისში, გაიმართა თბილისის ჩემპიონატი სწრაფ ჭადრაკში 9,11 და 13 წლის ბიჭებსა და გოგონებს შორის.
9 წლამდე ბიჭებში წარმატებით იასპარეზა ჩვენი სკოლის მოსწავლემ გაბრიელ მეტრეველმა (მწვრთნელი კონსტანტინე შანავა), რომელმაც 7 დან 6 ქულით პირველი-მესამე ადგილები გაიყო და კოეფიციენტის წყალობით აღმოჩნდა მეორე ადგილზე.
კიდევ ერთი მედალი მოვიპოვეთ 11 წლამდე ბიჭებში, სადაც ნიკოლოზ სუარიშვილმა (მწვრთნელი დავით ჯოჯუა), 7 დან 5 ქულით დაიკავა მესამე ადგილი.
ვულოცავთ მათ ამ წარმატებას და ვუსურვებთ შემდგომ გამარჯვებებს.