მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატი

♟14-22 აპრილს, საბერძნეთის კუნძულ როდოსზე 🇬🇷, ჩატარდა მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატი 7-დან 17 წლამდე გოგონებსა და ჭაბუკებს შორის.
🇬🇪საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი გახლდათ ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი საერთაშორისო დიდოსტატი დავით ჯოჯუა.
საქართველოს ნაკრები 10 მოჭადრაკით იყო წარმოდგენილი ტურნირზე.
✅15 წლამდე გოგონებში დამაჯერებლად მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ანასტასია კირთაძემ (მწვრთნელი გიგა ყუფარაძე). მან ტურნირი დაუმარცხებლად განვლო და 9-დან 7,5 ქულით ღირსეულად დაიკავა პირველი ადგილი. 🏆🥇♥️
✅ასევე მარცხის გარეშე განვლო ტურნირი 15 წლამდე ჭაბუკებში ლუკა კილაძემ (მწვრთნელი ზურაბ სტურუა). მან 9-დან 7 ქულით პირველი-მესამე ადგილები გაიყო და უკეთესი კოეფიციენტის წყალობით დამსახურებულად მოიპოვა ჩემპიონის ტიტული. 🏆🥇♥️
♥️ვულოცავთ ანასტასიას და ლუკას მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას და ვუსურვებთ შემდგომ გამარჯვებებს.♥️
✅კიდევ ერთი მედლის მოპოვების შანსი გვქონდა 15 წლამდე ჭაბუკთა შორის, მაგრამ სამწუხაროდ ბოლო ტურში მარცხით მესამე ადგილის დაკავების შანსი გაუშვა ხელიდან დავით ნემსაძემ (მწვრთნელი გიგა ყუფარაძე).
✅ უკეთეს შედეგს ველოდით ერეკლე ტაბატაძის, (მწვრთნელი ზურაბ სტურუა) გაბრიელ გაბადაძის (მწვრთნელი გიორგი ტყეშელაშვილი), მართა სორდიასა (მწვრთნელი დიტო კვარაცხელია) და ანასტასია ქუთათელაძისგან (მწვრთნელი ინგა კიკვიძე).
თუმცა დარწმუნებულები ვართ, რომ შემდგომ ტურნირებში ჩვეულად გააგრძელებენ წარმატებულ ასპარეზობას. ♥️
✅დიდი გამოცდილება შეიძინეს პირველად საზღვარგარეთის ტურნირში მონაწილეობით ჩვენმა პატარა მოჭადრაკეებმა: ალექსანდრა ედიბერიძემ (მწვრთნელი მაია ლომინეიშვილი), რობერტ ჩიღვინაძემ (მწვრთნელი გია მენაბდე) და ლილე სვანაძემ (მწვრთნელი ხათუნა გუბელაძე). ვფიქრობთ, აქ მიღებული გამოცდილება საწინდარი იქნება მომავალი დიდი წარმატებების. ♥️♥️♥️🇬🇪♟🏆

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *