15 სექტემბრიდან 27 სექტემბრის ჩათვლით, ბათუმში გაიმართა მსოფლიო ჩემპიონატი 8-10-12 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის.
ჩვენი სკოლიდან ჩემპიონატში მონაწილეობას იღებდა ხუთი მონაწილე: დავით ჩანქსელიანი 12წლამდე ჭაბუკებში, ნინი წივწივაძე 12წლამდე გოგონებში, ნიკოლოზ მაღლაკელიძე 10 წლამდე, ხოლო ნიკოლოზ ჯიბლაძე და გაბრიელ მეტრეველი 8 წლამდე ჭაბუკებში.
წარმატებით იასპარეზა დავით ჩანქსელიანმა, რომელსაც ყველაზე დიდი სარეიტინგო ქულების მატება(202) ჰქონდა ქართველ მონაწილეთაგან.
თავის ასაკთან შედარებით ძალიან კარგი რეიტინგ პერფომანსი (1417) დააფიქსირა ნიკოლოზ მაღლაკელიძემ.
რეიტინგი მოიმატა (87,6) ასევე ნინი წივწივაძემ, რომელმაც ბოლო ექვსი ტური დაუმარცხებლად განვლო.
ჩვენი სკოლის ყველაზე პატარა მონაწილეებმა ნიკოლოზ ჯიბლაძემ და გაბრიელ მეტრეველმა, ისევე, როგორც ჩვენი სკოლის აღსაზრდელებმა პირველად მიიღეს მონაწილეობა ასეთი მაღალი დონის ტურნირში, და დარწმუნებული ვართ, რომ მათთვის უდიდესი გამოცდილების მომცემი და შემდგომი წარმატებების საწინდარი იქნება.
ასევე, სკოლის სახელით,მადლობა გვსურს გადავუხადოთ, ჩვენი სკოლის მოსწავლეების მწვრთნელებს, საერთაშორისო დიდოსტატს კონსტანტინე შანავას და ფიდეს ოსტატს ირაკლი ახვლედიანს, რომლებიც, როგორც ტურნირის წინ ასევე ტურნირის დროს აქტიურად იყვნენ ჩართულნი მომზადების პროცესში