თბილისის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა 2023 წლის პირველი რეიტინგ-ტურნირი.
ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 8 ტურად გაიმართა 77 მონაწილეს შორის.
1600-მდე რეიტინგის მოჭადრაკეთა შორის 8-დან 6 ქულით პირველი ადგილი დაიკავა ჩვენი სკოლის მოსწავლემ ნოდარ ღვინიაშვილმა(მწვრთნელი -დავით ჯოჯუა), რომელმაც ასევე 64,4 ქულა შემატა თავის რეიტინგს.
ვულოცავთ მას ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს