წარმატებით იასპარეზეს რეგიონებში ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა
ქალაქ ქუთაისში გამართულ იმერეთის ჩემპიონატზე 12 წლამდე ჭაბუკებს შორის 7-დან 5 ქულით მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა დავით ჩანქსელიანმა (მწვრთნელი კონსტანტინე შანავა).
ქალაქ ფოთში დასრულებულ საქართველოს ჩემპიონატის დასავლეთ ზონის პირველი ლიგაზე 12 წლამდე ჭაბუკთა შორის 7-დან 5 ქულით მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა ნიკოლოზ ჯოჯუამ (მწვრთნელი დავით ჯოჯუა).
აღსანიშნავია, რომ დავითმა და ნიკოლოზმა უფლება მოიპოვეს საქართველოს ჩემპიონატში თამაშის, რომელიც გაიმართება თბილისში ამა წლის აპრილში.
ვულოცავთ მათ საპრიზო ადგილებს და ვუსურვებთ წარმატებებს საქართველოს ჩემპიონატზე