15 დან 21 აგვისტოს ჩათვლით ქალაქ ბათუმში გაიმართა ტრადიციული საერთაშორისო ფესტივალი “შავი ზღვის დელფინი”. ტურნირი ოთხ სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა.
ჩვენი სკოლიდან ორმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა და ორივე მათგანმა ბრწყინვალედ იასპარეზა.
12 წლამდე ჭაბუკებში 7 დან 6 ქულით პირველი ადგილი დაიკავა ნიკოლოზ ჯოჯუამ (მწვრთნელი დავით ჯოჯუა). აღსანიშნავია რომ ნიკოლოზს ახალი დაწყებული აქვს ჭადრაკის პროფესიონალურ დონეზე შესწავლა და მნიშვნელოვანი პროგრესი უკვე სახეზეა.
8 წლამდე ჭაბუკებში 7 დან 6,5 ქულით პირველი-მეორე ადგილი გაიყო გაბრიელ მეტრეველმა (მწვრთნელი კონსტანტინე შანავა) და კოეფიციენტის მიხედვით ერგო მეორე ადგილი. სასიამოვნოა გაბრიელის სტაბილური თამაში თავის ასაკში, სადაც უკვე მეორე ტურნირია, რაც დაუმარცხებლად ასპარეზობს.
ვულოცავთ, მათ ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს .