17-25 თებერვალს თბილისის ჭადრაკის სასახლეში გაიმართა საქართველოს სასკოლო ჩემპიონატი 7,9,11,13 და 15 წლის გოგონებსა და ბიჭებს შორის.
ჩვენი სკოლა 9 მონაწილით იყო წარმოდგენილი.
13 წლამდე ბიჭებში ბრწყინვალედ იასპარეზა ნოდარ ღვინიაშვილმა (მწვრთნელი დავით ჯოჯუა),რომელმაც 9-7,5 ქულა დააგროვა, მხოლოდ ჩემპიონ ერეკლე ტაბატაძესთან განიცადა მარცხი და დამსახურებულად დაეუფლა მეორე ადგილს. ნოდარმა ასევე მოიპოვა ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე მონაწილეობის უფლება.
11 წლამდე ბიჭებში 9-7 ქულით მეორე-მეოთხე ადგილი გაიყო ლუკა ქუნთელიამ და კოეფიციენტით დაიკავა მესამე ადგილი (მწვრთნელი კონსტანტინე შანავა).
15 წლამდე გოგონებში 9-6,5 ქულით, მესამე ადგილი დაიკავა ჩვენი სკოლის ახალწვეულმა მარიამ გვათუამ (მწვრთნელი კონსტანტინე შანავა).
ვულოცავთ საპრიზო ადგილებზე გასულ ჩვენს მოსწავლეებს ამ წარმატებას და ვუსურვებთ შემდგომ გამარჯვებებს.
წარმოგიდგენთ ასევე ჩვენი სკოლის მოსწავლეების შედეგებს, რომლებიც ვერ მოხვდნენ საპრიზო სამეულში, მაგრამ ღირსეულად იბრძოლეს მთელი ტურნირის განმავლობაში.
15 წლამდე გოგონებში 9-6 ქულით მეოთხე ადგილი დაიკავა მარიამ ლიპარტელიანმა (მწვრთნელი დავით ჯოჯუა).
13 წლამდე ბიჭებში 9-5,5 ქულით მეექვსე ადგილი დაიკავა ლუკა ხვედელიძემ (მწვრთნელი დავით ჯოჯუა).
15 წლამდე ბიჭებში ნიკოლოზ შამათავა(მწვრთნელი დავით ჯოჯუა) და 9 წლამდე ბიჭებში გაბრიელ მეტრეველი (მწვრთნელი კონსტანტინე შანავა) ბოლო ტურში გამარჯვების შემთხვევაში იკავებდნენ მესამე ადგილს, მაგრამ სამწუხაროდ ორივე მათგანმა მარცხი განიცადა და საბოლოოდ 5,5 ქულებით ნიკოლოზი მეშვიდე, ხოლო გაბრიელი მეათე ადგილს დასჯერდა.
9-5 ქულა დააგროვა 11 წლამდე ბიჭებში ნიკოლოზ სუარიშვილმა, (მწვრთნელი დავით ჯოჯუა), ისევე როგორც 9 წლამდე ბიჭებში ნიკოლოზ ჯიბლაძემ(მწვრთნელი კონსტანტინე შანავა), რომლებმაც შესაბამისად მეჩვიდმეტე და მეთექვსმეტე ადგილები დაიკავეს.
დარწმუნებულნი ვართ ჩვენი სკოლის ის მოსწავლეები ვინც ამ ეტაპზე ვერ მოხვდნენ საპრიზო სამეულში, თავდაუზოგავი მუშაობით და შემართებით, შემდგომ ტურნირებში იბრძოლებენ საპრიზო სამეულისთვის!
ვუსურვებთ თითოეულ მათგანს წარმატებებს