შესანიშნავად იასპარეზეს ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა თბილისში დასრულებულ საქართველოს ჩემპიონატის აღმოსავლეთ ზონის პირველ ლიგაზე.
სკოლიდან ოთხი მოსწავლე იღებდა მონაწილეობას და ოთხივე მათგანმა შეძლო როგორც მედლების, ასევე საქართველოს ჩემპიონატის საგზურის მოპოვება.
12 წლამდე ჭაბუკებში, ბრწყინვალე შედეგი აჩვენა ლუკა ქუნთელიამ, (მწვრთნელი კონსტანტინე შანავა) რომელმაც 7-7 გამარჯვება იზეიმა და დამსახურებულად დაიკავა პირველი ადგილი.
ამავე ასაკში 5 ქულით მეორე ადგილზე გავიდა ნიკოლოზ სუარიშვილი (მწვრთნელი დავით ჯოჯუა).
10 წლამდე ჭაბუკებში 7-დან 5,5 ქულით ვერცხლის მედალი მოიპოვა ნიკოლოზ ჯიბლაძემ (მწვრთნელი კონსტანტინე შანავა).
8 წლამდე ჭაბუკებში 7-დან 6 ქულით, ასევე ვერცხლის მედალს დასჯერდა გაბრიელ მეტრეველი (მწვრთნელი კონსტანტინე შანავა).
ვულოცავთ მათ საპრიზო ადგილებს და ვუსურვებთ წარმატებებს საქართველოს ჩემპიონატზე.