თბილისის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი 2000, 1600 და 1200-მდე რეიტინგ კატეგორიაში.
1600-მდე რეიტინგ კატეგორიაში წარმატებით იასპარეზა ლუკა ხვედელიძემ(მწვრთნელი- დავით ჯოჯუა),რომელმაც 9-დან 7,5 ქულით დაიკავა მესამე ადგილი.
1200-მდე რეიტინგ კატეგორიაში მთელი ტურნირის განმავლობაში ლიდერობდა ნიკოლოზ ჯიბლაძე(მწვრთნელი- კონსტანტინე შანავა), რომელიც ბოლოსწინა ტურში განცდილი მარცხის შედეგად, 9-დან 6,5 ქულით მხოლოდ მეოთხე ადგილს დასჯერდა.
აღსანიშნავია, რომ ლუკაც და ნიკოლოზიც მათზე გაცილებით უფროს და გამოცდილ მოჭადრაკეებს ეპაექრებოდნენ და მათთან ჭიდილში მიღწეული ეს შედეგი კიდევ უფრო დასაფასებელია.
ვულოცავთ მათ და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს.