თბილისის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა 8-დან 18 წლამდე საქართველოს ჩემპიონატი სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში.
16 და 18 წლამდე ასაკის გოგონებში წარმატებით იასპარეზა ჩვენი სკოლის მოსწავლემ მარიამ გვათუამ (მწვრთნელი კონსტანტინე შანავა).
მარიამი ორივე კატეგორიაში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა და მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონატის საგზური, რომელიც გაიმართება 5-12 ივნისს ბათუმში.
ვულოცავთ მარიამს ამ წარმატებას და ვუსურვებთ ღირსეულად გამოსვლას მსოფლიო ჩემპიონატზე