24-26 დეკემბერს, ქალაქ თბილისში ჩატარდა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის თასის გათამაშება სწრაფ ჭადრაკში (დროის კონტროლით 25 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 5 წამის დამატებით).
სხვადასხვა კატეგორიაში წარმატებით იასპარეზეს ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა.
12 წლამდე ბიჭებში 7-დან 6,5 ქულით დამაჯერებლად გაიმარჯვა ლუკა ხვედელიძემ (მწვრთნელი- დავით ჯოჯუა).
8 წლამდე ბიჭებში 7-დან 5,5 ქულით მეორე ადგილზე გავიდა გაბრიელ მეტრეველი (მწვრთნელი კონსტანტინე შანავა).
ამავე ასაკის ჭაბუკებში, 5 ქულით მესამე-მერვე ადგილი გაიყო ნიკოლოზ ჯიბლაძემ (მწვრთნელი კონსტანტინე შანავა) და კოეფიციენტის მიხედვით დაიკავა მეხუთე ადგილი.
ვულოცავთ მათ ამ წარმატებას და ვუსურვებთ შემდგომ გამარჯვებებს.