2022 წლის აპრილის თვეში ქ.ქუთაისში ჩატარდა ღია ტურნირი, სადაც წარმატებით იასპარეზეს ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა, ბარბარე აშოთიამ, ნინი წივწივაძემ და დავით ჩანქსელიანმა 

გოგონებში პირველი-მეორე ადგილი 7- დან 4,5 ქულით გაინაწილეს ბარბარე აშოთიამ და ნინი წივწივაძემ. კოეფიციენტის მიხედვით ადგილები შემდეგნაირად განაწილდა:
1. ბარბარე აშოთია



2. ნინი წივწივაძე 


ბიჭებში 7-დან 5,5 ქულით პირველი-მეორე ადგილი გაინაწილა და კოეფიციენტის მიხედვით მეორე ადგილი დაიკავა დავით ჩანქსელიანმა 


აღსანიშნავია, რომ სამივე მოჭადრაკემ მნიშვნელოვნად შემატეს თავიანთ რეიტინგს ქულები 
ვულოცავთ, მათ ამ წარმატებას და ვუსურვებთ შემდგომ გამარჯვებებს 




