თბილისის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა საქართველოს ასაკობრივი ჩემპიონატი 8, 12 და 16 წლამდე ასაკის ბიჭებსა და გოგონებს შორის.
12 წლამდე ბიჭებში I ადგილი 9-დან 7,5 ქულით ერთპიროვნულად მოიპოვა ლუკა ქუნთელიამ (მწვრთნელი კონსტანტინე შანავა).
ლუკასთვის ტურნირი რთულად დაიწყო, თუმცა შემდგომში პრინციპულ მეტოქეებთან გამარჯვებით დაასრულა პარტიები და ბოლო, გადამწყვეტ ტურში მოგებით ღირსეულად დაეუფლა ქვეყნის ჩემპიონის ტიტულს.
ვულოცავთ ლუკას გამარჯვებას და ვუსურვებთ ასევე წარმატებით გამოსვლას მსოფლიო ჩემპიონატზე.