The Best Chess School ever!
“ყოველი ოსტატი ჭადრაკში ოდესღაც იყო დამწყები”
– ირვინ ჩერნევი (მოჭადრაკე)
ჩვენს შესახებ
დავით ჯოჯუას საჭადრაკო სკოლა დაარსდა 2018 წლის 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს. სკოლის განვითარების პრინციპი გახლავთ ჭადრაკის შესწავლა პროფესიონალ გუნდთან ერთად. მისი მთავარი მიზანი წარმატებული მოჭადრაკისა და განვითარებული, საზრიანი ახალგაზრდა თაობის ჩამოყალიბება გახლავთ. მიზანს ეხმიანება სკოლის ლოგოც. მასზე გამოსახული არის პაიკი , რომელიც საკუთარ ჩრდილს გვირგვინდადგმულს ხედავს. პაიკი განასახიერებს ბავშვს(მოსწავლეს), რომელიც ესწრაფვის გახდეს ლაზიერი, განვითარდეს და წარმატების მაქსიმუმს მიაღწიოს. ლოგო გადაწყვეტილია სამ ფერში -შავი(პაიკი, ჩრდილი), თეთრი (ფონი), ოქროსფერი (გვირგვინი), ვინაიდან ჭადრაკში სწორედ შავი და თეთრი ფიგურები არიან განლაგებული ერთმანეთის წინააღმდეგ.
ოქროსფერი კი ტრიუმფალურობის და წარმატების განსახიერებაა. ყველა ამ მნიშვნელობას იტევს დავით ჯოჯუას საჭადრაკო სკოლის ლოგო, იგი ეხმარება მოსწავლეებს მიაღწიონ წარმატებებს და განვითარდნენ გონებრივად. დაარსების დღიდან პროფესიონალთა გუნდი საერთაშორისო დიდოსტატ დავით ჯოჯუას მეთვალყურეობით ზრუნავს კომფორტული, სასიამოვნო, საინტერესო და უმაღლესი დონის სასწავლო გარემო შეუქმნას სკოლის მოსწავლეებს.
სკოლის დამფუძნებელი
საერთაშორისო დიდოსტატი დ ა ვ ი თ ჯ ო ჯ უ ა
მოპოვებული წოდებები:
- 2007 წელი – საერთაშორისო ოსტატი მამაკაცთა შორის
- 2009 წელი- საერთაშორისო დიდოსტატი მამაკაცთა შორის
- 2012 წელი- ღირსების მედლის მფლობელი
- 2015 წელი- სპორტის რაინდის წოდება
- 2015 წელი- მსოფლიო საჭადრაკო ორგანიზაცია „ფიდე“-ს სენიორ მწვრთნელის წოდება
- 2015 წელი- ოლიმპიური მედლის მფლობელი
- 2016 წელი- საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება
მოპოვებული ტიტულები:
- ევროპის ჩემპიონატის ორგზის პრიზიორი- 10 წლამდე (III ადგილი), 1999 წელი, საბერძნეთი; 16 წლამდე (II ადგილი), 2005 წელი, მონტენეგრო.
- მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორი- 14 წლამდე ჭაბუკთა შორის (III ადგილი), 2002 წელი, საბერძნეთი.
- საქართველოს ჩემპიონატის პრიზიორი- (III ადგილი),2013-2015 წლები. *საქართველოს თასის ორგზის მფლობელი- 2015 წელი, 2018 წელი, თბილისი.
- საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის ოთხგზის გამარჯვებული ბათუმის საჭადრაკო კლუბ „ნონა“-ს რიგებში-2014 წელი, 2016 წელი, 2017 წელი, 2018 წელი.
- საქართველოს ჩემპიონი მამაკაცთა შორის-2016 წელი, თბილისი.
- საქართველოს ორგზის ვიცე-ჩემპიონი მამაკაცთა შორის-2017-2018 წლები.
საერთაშორისო ტურნირები:
- I ადგილი-არჩილ ებრალიძის მემორიალი-2007 წელი, თბილისი.
- I ადგილი-ტიგრან პეტროსიანის მემორიალი-2009 წელი, თბილისი.
- I ადგილი-„კაპელას ღია ტურნირი“ 20 წლამდე-2009 წელი, საფრანგეთი.
- I ადგილი- „ვარნას ღია ტურნირი“-2010 წელი, ბულგარეთი.
- III ადგილი-გებზეს საერთაშორისო ტურნირზე-2012 წელი, თურქეთი.
- III ადგილი- თურქეთის საკლუბო ჩემპიონატი-2012 წელი, თურქეთი.
- I ადგილი- „როშფორის ღია ტურნირი“-2013 წელი, საფრანგეთი.
- I ადგილი-„ორდუს ღია ტურნირი“-2016 წელი, თურქეთი.
- II ადგილი- ბოსნიის საკლუბო ჩემპიონატში-2017 წელი, ბოსნია.
- I ადგილი-„როკეტას ღია ტურნირი“-2018 წელი, ესპანეთი.
- II ადგილი- ევროპის პირველ ონლაინ კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში გუნდი “ხარება”-ს შემადგენლობაში 2020 წელი.
- I ადგილი- მაია ჩიბურდანიძის თასი, თბილისი, 2021 წელი.
- I ადგილი- ნინო გურიელის თასი, საქართველოს ჩემპიონატი ელვისებურ ჭადრაკში,თბილისი, 2021 წელი.
- I ადგილი- თბილისის თასი ელვისებურ ჭადრაკში, თბილისი, 2021 წელი.
- I ადგილი- თბილისის თასი ელვისებურ ჭადრაკში,თბილისი, 2022 წელი.
- I ადგილი- საქართველოს ჩემპიონატი სწრაფ ჭადრაკში, თბილისი, 2023 წელი.
სამწვრთნელო ასპარეზი:
- I ადგილი- ქალთა მსოფლიო გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში- 2015 წელი, ჩინეთი, საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების კაპიტანი და მწვრთნელი.
- III ადგილი- ქალთა ევროპის გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში-2015 წელი, ისლანდია, საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების კაპიტანი და მწვრთნელი.
- II ადგილი- ქალთა ევროპის გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში, 2021 წელი, სლოვენია, საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების კაპიტანი და მწვრთნელი.
- III ადგილი- ქალთა მსოფლიო გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში- 2017 წელი, რუსეთი, საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების კაპიტანი და მწვრთნელი.
- III ადგილი- ქალთა მსოფლიო გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში- 2019 წელი, ყაზახეთი, საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების მწვრთნელი.
- III ადგილი- ქალთა მსოფლიო გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში-2021 წელი, ესპანეთი, საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების მწვრთნელი და კაპიტანი.
- ოთხგზის ქალთა ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული (2014-2015-2017 -2019 წლები) და ორგზის ვიცე-ჩემპიონი (2016-2018 წლები) ბათუმის საჭადრაკო კლუბ „ნონა“-ს მთავარი მწვრთნელი.
- 2020 წლიდან- საქართველოს 14 წლამდე ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი.