ალექსანდრე ბოკუჩავას თასი 2023

თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა ალექსანდრე ბოკუჩავას თასის გათამაშება 16 წლამდე ასაკის ჭაბუკებსა და გოგონებში. ჭაბუკებში 7-დან 5,5 ქულით მეორე-მესამე ადგილები გაიყო და კოეფიციენტით მესამე ადგილზე გავიდა ჩვენი სკოლის მოსწავლე ლუკა ქუნთელია(მწვრთნელი- კონსტანტინე შანავა). გოგონებში, ასევე 7-დან 5,5 ქულა დააგროვა ანა მაჭარაშვილმა(მწვრთნელი- კონსტანტინე შანავა) და დამსახურებულად დაიკავა მეორე ადგილი. ვულოცავთ და ვუსურვებთ მათ …

ალექსანდრე ბოკუჩავას თასი 2023 Read More »

სტუმრები ყაზახეთიდან

25 და 28 სექტემბერს ჩვენს სკოლაში სტუმრად იმყოფებოდნენ ყაზახეთიდან, ქ. შიმკენტიდან საჭადრაკო სკოლის მოსწავლეები. მათ და ჩვენი სკოლის მოსწავლეებს შორის გაიმართა მეგობრული მატჩები, საერთაშორისო დიდოსტატმა კონსტანტინე შანავამ ჩაატარა ერთდროული თამაშის სეანსი. შეხვედრაზე დაისახა მომავალში ურთიერთთანამშრომლობის გეგმები.

ვულოცავთ, საქართველოს ქალთა ნაკრებს: ბელა ხოტენაშვილი, მერი არაბიძე, ნინო ბაციაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, სალომე მელია, გუნდის კაპიტანი და მთავარი მწვრთნელი დავით ჯოჯუა- მსოფლიოს ქალთა გუნდურ ჩემპიონატზე ოქროს მედლის მოპოვებას

ქალთა ნაკრებმა ზუსტად ამ შემადგენლობით მეორედ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული

საერთაშორისო ფესტივალი “შავი ზღვის დელფინი”

15 დან 21 აგვისტოს ჩათვლით ქალაქ ბათუმში გაიმართა ტრადიციული საერთაშორისო ფესტივალი “შავი ზღვის დელფინი”. ტურნირი ოთხ სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა. ჩვენი სკოლიდან ორმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა და ორივე მათგანმა ბრწყინვალედ იასპარეზა. 12 წლამდე ჭაბუკებში 7 დან 6 ქულით პირველი ადგილი დაიკავა ნიკოლოზ ჯოჯუამ (მწვრთნელი დავით ჯოჯუა). აღსანიშნავია რომ ნიკოლოზს ახალი დაწყებული აქვს ჭადრაკის პროფესიონალურ დონეზე …

საერთაშორისო ფესტივალი “შავი ზღვის დელფინი” Read More »

მეთვრამეტე საჭადრაკო ფესტივალი ბათუმი 2023

22-დან 28 ივლისის ჩათვლით ქ. ბათუმში გაიმართა რიგით მეთვრამეტე საჭადრაკო ფესტივალი ბათუმი 2023. 12 წლამდე ბიჭებში 7-დან 6,5 ქულით დამაჯერებლად გაიმარჯვა ჩვენი სკოლის მოსწავლემ დავით ჩანქსელიანმა (მწვრთნელი კონსტანტინე შანავა). ვულოცავთ, დავითს ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს.

ბათუმის მერიის თასი 2023

2-დან 10 ივლისის ჩათვლით ქ. ბათუმში მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში ჩატარდა საჭადრაკო ფესტივალი “ბათუმის მერიის თასი” 2023. ტურნირი გაიმართა 8-10-12 წლამდე ასაკის ბიჭებსა და გოგონებს შორის და ასევე 1600-მდე, 2200-მდე და 2200-ის ზემოთ რეიტინგ კატეგორიებში. სულ ფესტივალში 19 ქვეყნის 400-მდე სხვადასხვა ასაკის და რანგის მოჭადრაკე იღებდა მონაწილეობას. ჩვენი სკოლის დელეგაციას ხელმძღვანელობდა საერთაშორისო დიდოსტატი …

ბათუმის მერიის თასი 2023 Read More »

საქართველოს ასაკობრივი ჩემპიონატი 10, 14 და 18 წლამდე

თბილისის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა საქართველოს ასაკობრივი ჩემპიონატი 10, 14 და 18 წლამდე ასაკის ბიჭებსა და გოგონებს შორის. 18 წლამდე გოგონებში 8-დან 6 ქულით II ადგილი დაიკავა და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა მარიამ გვათუამ (მწვრთნელი კონსტანტინე შანავა). ვულოცავთ მარიამს მეორე საპრიზო ადგილის დაკავებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს.

მსოფლიოს ჩემპიონატი 8-18 წლამდე კადეტთა შორის

6 ივნისიდან 11 ივნისის ჩათვლით, ქალაქ ბათუმში გაიმართა მსოფლიოს ჩემპიონატი 8-18 წლამდე კადეტთა შორის სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში. სწრაფ ჭადრაკში მონაწილეობდა 35 ქვეყნის 459 მოჭადრაკე, ხოლო ელვისებურში 426. ჩვენი სკოლიდან სწრაფ ჭადრაკში მონაწილეობა მიიღო ოთხმა მოსწავლემ, 10 წლამდე ჭაბუკებში ნიკოლოზ მაღლაკელიძემ და ნიკოლოზ ჯიბლაძემ, 12 წლამდე ჭაბუკებში დავით ჩანქსელიანმა და 16 წლამდე გოგონებში მარიამ გვათუამ …

მსოფლიოს ჩემპიონატი 8-18 წლამდე კადეტთა შორის Read More »

დავით ჯოჯუას საჭადრაკო სკოლის 5 წლის იუბილე 2023 1 ივნისი

დავით ჯოჯუას საჭადრაკო სკოლა 1 ივნისს 5 წლის გახდა. გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს და წმინდა ნინოს ხსენების დღეს. ყველა ბავშვს ვუსურვებთ წარმატებებით სავსე და ბედნიერ ცხოვრებას. 5 წლის იუბილეს აღსანიშნად ჩვენს სკოლაში ჩატარდა ღონისძიება, სადაც დაჯილდოვდნენ სკოლის საუკეთესო და წარმატებული მოსწავლეები 2023 წლის პირველი ნახევრის შედეგების მიხედვით. წარმოგიდგენთ 2023 წლის საუკეთესოთა შორის საუკეთესოებს: ლუკა …

დავით ჯოჯუას საჭადრაკო სკოლის 5 წლის იუბილე 2023 1 ივნისი Read More »

თბილისის ჩემპიონატი 9,11 და 13 წლის ბიჭებსა და გოგონებში 2023

19 დან 25 მაისის ჩათვლის, ქალაქ თბილისში, გაიმართა თბილისის ჩემპიონატი სწრაფ ჭადრაკში 9,11 და 13 წლის ბიჭებსა და გოგონებს შორის. 9 წლამდე ბიჭებში წარმატებით იასპარეზა ჩვენი სკოლის მოსწავლემ გაბრიელ მეტრეველმა (მწვრთნელი კონსტანტინე შანავა), რომელმაც 7 დან 6 ქულით პირველი-მესამე ადგილები გაიყო და კოეფიციენტის წყალობით აღმოჩნდა მეორე ადგილზე. კიდევ ერთი მედალი მოვიპოვეთ 11 წლამდე ბიჭებში, სადაც …

თბილისის ჩემპიონატი 9,11 და 13 წლის ბიჭებსა და გოგონებში 2023 Read More »